product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details

კოლხის

მარაგშია

1997.00 }


  • Sku: TWK-22-3WTM-M-NEW

Kolkhi’s - ქალბატონისთვის

დრო, როგორც დამოკიდებულება

Kolkhi’s ქალბატონისთვის - თანმხლები სიმშვიდე და ელეგანტურობაა, რომელსაც არ სჭირდება განმარტება. მისი კომპაქტური ფორმა და გამოკვეთილი კონტურები აერთიანებს თანამედროვეობასა და უნივერსალურ კლასიკურობას და ქმნის საათს, რომელიც გამოხატავს გემოვნებას, შინაგან სიმტკიცესა და პროფესიულ თავდაჯერებულობას.

ციფერბლატზე ოთხი ქართული ასო-ნიშანი (თ, ს, ე, ც), ნაცვლად ტრადიციული ციფრებისა, ხაზს უსვამს იდენტობას, მემკვიდრეობასა და უნიკალურ დიზაინერულ ხედვას.

გულში - შვეიცარიული Ronda 1064 მექანიზმი, გარედან - უჟანგავი ფოლადი (316L), საფირონის მინა ანტიამრეკლი საფარით და ორ ვარიანტად წარმოდგენილი სამაჯური: კლასიკურად მეტალის ან ტაქტილურად რბილი სილიკონის - Kolkhi’s იმ ქალბატონისთვისაა, რომელიც დროის მართვას საკუთარი სტილის გაგრძელებად განიხილავს.

Swiss Made
ინსტრუქცია 1064
კორპუსი უჟანგავი ფოლადი L 316, PVD დაფერვა
მეტალი უჟანგავი ფოლადი L 316
მექანიზმი Ronda 1064 კვარცი
მინა საფირონი ანტი-ამრეკლი დაფარვით
სამაჯური მეტალი
წყალგამძლეობა 3 ATM