product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details

GOLD

In stock

549.00 }


  • Sku: GOLD

სამი სურნელი. ერთი სულისკვეთება.
ქვევრის ფორმაში არომატად დაწურული ეროვნული ისტორია

1 - GOLD სიმამაცისთვის
2 - SILVER ხედვისთვის
3 - COPPER დიდებისთვის

 

TSIKOLIA GOLD – Battlefield

მათთვის, ვინც არ ირჩევს მარტივ გზას


Tsikolia Gold - ეს არომატი არ არის ყველასთვის!

და აი, რატომ:

მანდარინის სხივი აუღელვებლად იღვინთება ჰაერში, როგორც სიმშვიდის ელფერი ბრძოლის წინ, ჯანჯაფილი სხივს მგზნებარებას სძენს - შინაგან ალს, რომელიც გონებას აღვიძებს და სხეულს ამზადებს. ვარდისფერი წიწაკა ამძაფრებს ფოკუსს, ხოლო შუაგულში ჩნდება შავი ვარდის მკაცრი და დაუვიწყარი მიმზიდველობა, რომელიც ყველა გრძნობას აძლიერებს. მის გვერდით იღვიძებს ნავთის აკორდი - ინდუსტრიული, მწველი სიმძაფრე, დენთის სუნთან ერთად დაძაბულ მოლოდინს რომ ქმნის. სწორედ აქ იწყება გარდატეხა: სიღრმეში ჩნდება ვანილი, თითქოს შვებით ამსუბუქებს  დაძაბულობას, მასთან ერთად კი მირთი და საკმეველი, როგორც შინაგანი რიტუალი. ფისოვანი და წიწვოვანი ნოტები საწყისთან გაბრუნებს: ტყის სუნთან, მიწის არსთან, გარინდებასთან -

იქ, სადაც დრო აღარ არსებობს.

მხოლოდ მზაობაა.

მხოლოდ შენ.

მხოლოდ სუნთქვა.

ამიტომ, Gold აღარაა მხოლოდ არომატი - ის შენი პოზიციაა!

როგორ იქმნებოდა

Tsikolia GOLD შეიქმნა დიზაინერ ზვიად ციკოლიას მრავალწლიან შემოქმედებაზე დაყრდნობით — პორტფოლიოდან, სადაც ზუსტი ხაზები, ტექნიკური სისუფთავე და ფორმაში დაფარული მნიშვნელობები ერთიანდება.

სურნელის ავტორია ცნობილი ფრანგი პარფიუმერი Antoine Lie, რომლისთვისაც ეს არომატი იქცა იდეის სურნლად — სიტყვების გარეშე წარმოთქმულ განწყობად.

ფლაკონი ქვევრის ფორმას იმეორებს - როგორც უნიკალური ქართული სიმბოლო, რომელიც წარსულთან კავშირის ნაცვლად მომავალში გადატანილ ფესვად იქცევა.

რატომ ქვევრი?

“ქართული, უნიკალური, ავთენტური დიზაინი. ჩვენ ძალიან ცოტა რამ გვაქვს რაც საქართველოსთან იგივდება და ქვევრი არის ჩვენი ერთ-ერთი საგანძური.ჩვენი გამოგონებულია... ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი რომელიც ქართველებმა გამოიგონეს 5000 წლის წინდახვეწილი ფორმებით და გამართული ტექნოლოგიით. 21-ე საუკუნეში აუცილებელია მისი პოპულარიზაცია. სუნამო ქვევრის ფორმაში, იდეა და მიზანი სწორედ ეს არის.“- ზვიად ციკოლია

არომატული ნოტები:

მანდარინი · ჯინჯერი · ვარდისფერი წიწაკა
შავი ვარდი · ნავთი · დენთი
ვანილი · მირთი · საკმეველი · წიწვოვანი ფისები

 

გამორჩეული მახასიათებლები:

• შეიქმნა ზვიად ციკოლიასა და Antoine Lie-ის თანაშემოქმედებით

• უნიკალური ბოთლი ქვევრის ფორმით

• ექსკლუზიურად შექმნილი, კოლექციური შეფუთვა

• დამზადებულია საფრანგეთში

Gold Notes მანდარინი
ჯინჯერი
ვარდისფერი წიწაკა
შავი ვარდის ნოტები
ნავთის ნოტები
დენთის ნოტები
ვანილი
მირთი/საკმეველი
წიწვოვანი
გრამი 50 მლ