SEVEN 40MM
2297.00 }
- Sku: TW7-40G-1RSM-M
ყველა ფერს თავისი დრო აქვს. შენსას - თავად არჩევ.
SEVEN 40მმ - ერთ-ერთი გამორჩეული ინტერპრეტაციაა Tsikolia-ს SEVEN სერიაში. მოდელი, რომელიც თანაბრად ერგება როგორც ქალის, ისე მამაკაცის მაჯას.
შექმნილია მათთვის, ვისთვისაც სტილი, ფორმა და ფუნქციურობა თანაბრად მნიშვნელოვანია; მათთვის, ვინც დროს არც მისდევს და არც უსწრებს არამედ თავად ქმნის საკუთარ ტემპს.
SEVEN 40MM წარმოდგენილია მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ცირკონის კრისტალებით გამოკვეთილი ენერგიული ტონებით, თუ მშვიდი პალიტრითა და მინიმალისტური ხაზებით. ერთი რამ უცვლელია: თითოეულ მოდელს აქვს საკუთარი ხასიათი. ისევე, როგორც თითოეულ მაჯას, რომელსაც ერგება. საკუთარი რიტმი...
გამა, პროპორციები, დიზაინი - ერთი სიტყვით, Tsikolia-ს ხელწერა, უკვე ამოცნობადი იდენტობით. 40მმ უჟანგავი ფოლადის კორპუსი, მოტოსპორტით შთაგონებული დეტალები, საფირონის მინა ანტიამრეკლი საფარით და სილიკონის ან მეტალის სამაჯური ქმნის საათს, რომელიც დინამიკასა და კომფორტზეა გათვლილი.
შვეიცარიული RONDA 5040E ქრონოგრაფი და 5 ATM წყალგამძლეობა კი ფუნქციონალობას აქცევს მტკიცე განაცხადად: დროს აღარ მიჰყვები... მას ფლობ!
ციფერბლატი |
სადაფი
|
Swiss |
Made
|
ინსტრუქცია |
5040
|
დიამეტრი |
40 მმ
|
თვლები |
ცირკონი
|
კორპუსი |
უჟანგავი ფოლადი L 316
|
მექანიზმი |
RONDA 5040E კვარცი
|
მინა |
საფირონი ანტი-ამრეკლი დაფერვით
|
სამაჯური |
მეტალი
|
წყალგამძლეობა |
5 ATM
|