ORI
1667.00 }
- Sku: TW2-1BK-LBK
მეორე ეპიზოდი, მეორე ნაბიჯი, მეორე სიცოცხლე.
მისი სახელიც სიტყვა “ორი”-დან მოდის და ის Tsikolia-ს მეორე მოდელია, რომელიც სრულად საქართველოშია აწყობილი .
შთაგონებული არქიტექტურის ჯაზ ეპოქითა და მოდერნისტული ფორმების ესთეტიკით, ORI აცოცხლებს კლასიკურ ელეგანტურობას. ამჯერად, თანამედროვე ინტერპრეტაციით.
საათის 35.6 მმ დიამეტრის ტრაპეციული კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან ან PVD დაფერვით. 10.4 მმ სიგანის პროფილი იმდენად ლაკონურია, რომ სრულყოფილად ჯდება საქმიანი პერანგის მანჟეტს ქვეშ - მინიმალისტური სტილის შეხსენება, რომელიც შენს მოძრაობასთან ერთად ცხოვრობს.
ვერტიკალური გრავირება ციფერბლატზე ქმნის ტექსტურასა და რიტმს. მინიმალისტური ისრები და დელიკატური ნიშნულები წონასწორობას სძენს სტილში.
გამართულია იაპონური MIYOTA 9015 ავტომატური მექანიზმით, 24 ძვირფასი ქვით. მექანიზმზე გრავირებული “Tsikolia” პატივს მიაგებს როგორც წარმოშობას, ისე დეტალების კონტროლს, რაც პრემიუმ კლასის მექანიკურ საათს განსაზღვრავს.
სამაჯურის ტიპი განსხვავდება მოდელის მიხედვით: შავი ტყავის სტანდარტული სამაჯურით (დასრულებული Tsikolia-ს ინდივიდუალური გრავირებით) კლასიკური ელეგანტურობისთვის და უჟანგავი ფოლადის ნაქსოვი სტრუქტურის სამაჯურით, თანამედროვე მინიმალიზმისთვის.
დახვეწილი სიმარტივე მოძრაობაში. Tsikolia ORI - ავტომატური საათი, რომელიც ენერგიას იღებს მფლობელის მოძრაობისგან და დროს პერსონალურ რიტმად აქცევს. ეს არის ტექნიკური პოეზია მაჯაზე. ფორმისა და მექანიკის დახვეწილი ბალანსი.
აწყობილია |
in Georgia
|
ინსტრუქცია |
9015 Premium Automatic
|
კორპუსი |
უჟანგავი ფოლადი L 316
|
მექანიზმი |
MIYOTA 9015 |
მინა |
საფირონი ანტი-ამრეკლი დაფარვით
|
სამაჯური |
ტყავი
|
წყალგამძლეობა |
3 ATM
|