product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details
product-details

COPPER

მარაგშია

549.00 }


  • Sku: COPPER

სამი სურნელი. ერთი სულისკვეთება.
ქვევრის ფორმაში არომატად დაწურული ეროვნული ისტორია

1 - GOLD სიმამაცისთვის
2 - SILVER ხედვისთვის
3 - COPPER დიდებისთვის


TSIKOLIA Copper - Winner Rest
გამარჯვებას თავის სურნელი აქვს

ის გარინდებაა, ნამდვილ გამარჯვებას რომ მოჰყვება: ღრმა სითბო… ან მოულოდნელი ინტიმურობა, რომელსაც მხოლოდ რჩეულები ეზიარებიან  და სწორედ ამ სიმშვიდეში პოულობენ გამარჯვების ნამდვილ ჯილდოს.

…სწორედ ამ სიმშვიდეში იბადება ეს არომატი  არა როგორც ჟესტი, არამედ როგორც მდგომარეობა.

შავი მოცხარის ზეთი პირველ აკორდად იხსნება ჰაერში - როგორც ენერგიული იმპულსი, რომელსაც რომისა და კონიაკის თბილი ტონები მოჰყვება, ქვევრის ღვინის აკორდით გამძაფრებული ის, რაც ძველი და წმინდაა, მაგრამ არასდროს უდროო. სიგარის ქარაგმა ხასიათის სიმტკიცეა. ცხოველური “ბეწვის” ნოტი - ველური და შეუცნობლად მიმზიდველი. ტონკას მარცვლების სითბო ემსგავსება შეხებას, რომელიც თითქოს უკვე იყო, მაგრამ ისევ იგრძნობა. ვარდისფერი ვანილი კი მთელ კომპოზიციას კრავს, როგორც წერტილი, რომელიც ნარატივს სრულყოფს.

სპილენძისფერი ფლაკონი ქვევრის ფორმით - ეს უკვე მხოლოდ ფორმა აღარ არის.

ის ერთგვარი რიტუალია: გამარჯვების გემოს გახსენება, დროის მოხელთება ჭურჭელში, რომელიც ყოველდღე ახალ მნიშვნელობას იძენს. შინაგანი სიმშვიდის სიმბოლოა და საუბრობს სურნელის ენაზე, რომელსაც თარგმანი აღარ სჭირდება.

რატომ ქვევრი?

“ქართული, უნიკალური, ავთენტური დიზაინი. ჩვენ ძალიან ცოტა რამ გვაქვს რაც საქართველოსთან იგივდება და ქვევრი არის ჩვენი ერთ-ერთი საგანძური.ჩვენი გამოგონებულია... ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი რომელიც ქართველებმა გამოიგონეს 5000 წლის წინდახვეწილი ფორმებით და გამართული ტექნოლოგიით. 21-ე საუკუნეში აუცილებელია მისი პოპულარიზაცია. სუნამო ქვევრის ფორმაში, იდეა და მიზანი სწორედ ეს არის.“- ზვიად ციკოლია

სუნამო შეიქმნა ზვიად ციკოლიას ხედვითა და ანტუან ლიეს ოსტატობით - როგორც გამარჯვების არომატული გამოხატულება.

გამორჩეული მახასიათებლები:

• შეიქმნა ზვიად ციკოლიასა და Antoine Lie-ის თანაშემოქმედებით

• უნიკალური ბოთლი ქვევრის ფორმით

• ექსკლუზიურად შექმნილი, კოლექციური შეფუთვა

• დამზადებულია საფრანგეთში

არომატული ნოტები:

ზედა: შავი მოცხარის ზეთი, რომი

შუა: კონიაკის ზეთი, ქვევრის ღვინის აკორდი, სიგარა

ფუძე: ტონკას მარცვლები, ვარდისფერი ვანილი, ცხოველური “ბეწვი”

Copper Notes შავი მოცხარი
თამბაქო
ქვევრის ღვინის ნოტები
რომი
კონიაკი
"ცხოველური ბეწვი"-ს ნოტები
ტონკას მარცვლები
ვანილი
გრამი 50 მლ