Chrono For Her 50ml
270.00 }
- Sku: TP-CH-RD-50
CHRONO ქალისთვის
საკუთარი ტემპის ავტორი
დრო ერთია, ხოლო მისი განცდა - ყოველთვის სუბიექტური.
„CHRONO“ სწორედ ამ პირად ინტერპრეტაციას ეხება: როგორ გარდაიქმნება წუთები რიტმად, რიტმი ტემპად, ტემპი მოქმედებად… ხოლო მოქმედება გავლენად, რომელიც სამყაროს რჩება.
CHRONO შეიქმნა ქალისთვის, რომლისთვისაც ელეგანტურობა არჩევანია, შინაგან წესრიგზე აგებული ესთეტიკით. ლალისფერი ფლაკონში მოქცეული რიტმი, საათის ოქროსფერი გვირგვინით მართული, სურნელს ერთგვარ განაცხადად აქცევს - ქალი თავად განსაზღვრავს საკუთარ ქრონოლოგიას.
ნოტების მოზაიკა
სურნელის ზედა აკორდი - შავი მოცხარის სიხალასე, ვარდის რბილი სითბო და იის ფოთლის სიმკაცრე ქმნის ენერგიულ, ელეგანტურ შესავალს. შუა ნოტები იმავე ტემპს აგრძელებს: ფორთოხლის ყვავილის სითბო, შროშანის ჰაეროვნება და ჟასმინის მომნუსხველობა ერთ მთლიან ჰარმონიად იკვრება. ბოლოს კი პაჩულის სიღრმე, ტონკას სიმყუდროვე, ამბროქსანის ნაზი „ამბორი“ და ვანილის სიფაქიზე ქალის რიტმის უხილავ აკომპანიმენტად ეწყობა - თბილ, ხანგრძლივ შთაბეჭდილებად.
რეკომენდებულია:
- ვახშამზე, სადაც ჯერ არომატი იკითხება, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი
- ოფიციალურ მიღებებსა თუ კულტურულ ღონისძიებებზე
- გაზაფხულისა და შემოდგომის თბილ საღამოებზე
- იქ, სადაც სურთ არა მხოლოდ გამოჩენა, არამედ დარჩენაც
იდეალურად ერწყმის - ძალდაუტანებელ ელეგანტურობას.
სუნამოს შესახებ
ოლფაქტორული ოჯახი: ყვავილოვანი · ხილისებრი · ამბეროვანი
ზედა ნოტები: შავი მოცხარის ექსტრაქტი, ვარდის ეთერზეთი, იის ფოთლის ექსტრაქტი
გულის ნოტები: ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი, შროშანი, ჟასმინის ექსტრაქტი
საბოლოო ნოტები: პაჩულის ეთერზეთი, ტონკას მარცვლის ექსტრაქტი, ამბროქსანი, ვანილი
ხელმისაწვდომი მოცულობები: 50 მლ და 100 მლ
| CHRONO HER Notes |
• შავი მოცხარის ექსტრაქტი • ვარდი • იის ფოთოლი • ფორთოხლის ყვავილი • შროშანი • ჟასმინი • პაჩული • ტონკას მარცვლის ექსტრაქტი • ამბროქსანი • ვანილი |

