Chrono For Him 50ml
270.00 }
- Sku: TP-CH-BU-50
CHRONO კაცისთვის
საკუთარი ტრაექტორიის ავტორი
დრო ერთია, ხოლო მისი განცდა - ყოველთვის სუბიექტური.
„CHRONO“ სწორედ ამ პირად ინტერპრეტაციას ეხება: როგორ გარდაიქმნება წუთები რიტმად, რიტმი ტემპად, ტემპი მოქმედებად… ხოლო მოქმედება გავლენად, რომელიც სამყაროს რჩება.
CHRONO შეიქმნა მამაკაცისთვის, რომლისთვისაც დრო ღირებულებაა, ხოლო ტემპი - არჩევანი. ფლაკონის ფირუზისფერი განაწყობს კონცენტრაციისკენ, საათის გვირგვინისებრი თავსახური პირველივე შეხებით ახსენებს - მის მოძრაობას წესრიგი და თავისუფლება განსაზღვრავს. სურნელი - როგორც ქრონოლოგია და მისი ტრაექტორიის დასტური.
ნოტების მოზაიკა
ზედა აკორდი იწყება ენერგიული სიზუსტით — გრეიფრუტის გამჭოლი იმპულსი, კარდამონის სიმხურვალე, ჯავზის თბილი სტრუქტურა და ლავანდის სიმშვიდე ქმნის მკაფიო, დინამიურ შესავალს. შუა ნოტები ალქიმიურად იხსნება: ციპრიოლის მიწიერება, არყის ფისის კვამლოვანება, კედრის ხის მშრალი სტრუქტურა ერთ ბირთვად იკვრება, რომელსაც ცისტის ამბროვანა ააქტიურებს. ფინალური აკორდად: ოპოპონაქსის თბილი ქარვოვანი ნათება, პაჩულის სიღრმე, ტყავის სირბილე, ტონკას სიმყუდროვე და სანდლის ხის მისტიური სიმშვიდე არომატს მამაკაცური რიტმის გაგრძელებად აქცევს: თბილ, მძლავრსა და დაუვიწყარს.
რეკომენდებულია:
- შეხვედრებზე, სადაც სიტყვებზე მეტად ენერგია მეტყველებს
- ოფიციალურ მიღებებსა და კულტურულ ღონისძიებებზე
- შემოდგომისა და ზამთრის სუსხიან საღამოებზე
- მომენტებისთვის, რომელთა დავიწყებაც წარმოუდგენელია
იდეალურად ერწყმის - მიზანმიმართულ სპონტანურობას
სუნამოს შესახებ
ოლფაქტორული ოჯახი: ხისებრი · სანელებლოვანი · ტყავისებრი
ზედა ნოტები: გრეიფრუტის ეთერზეთი, კარდამონის ეთერზეთი, ჯავზის ზეთი, ლავანდის ზეთი; საშუალო ნოტები: ციპრიოლის ზეთი, არყის ფისი, ცისტის ექსტრაქტი, კედრის ხის ზეთი; საბოლოო ნოტები: პაჩულის ეთერზეთი, ტყავის აქორდი, ტონკას მარცვლის ექსტრაქტი, ოპოპონაქსის ფისი, სანდლის ხე
ხელმისაწვდომი მოცულობები: 50 მლ და 100 მლ
| CHRONO HIM Notes |
• გრეიფრუტი • კარდამონი • მუსკატის კაკალი • ლავანდა • არყის ფისი • კედარის ხე • პაჩული • ტყავის აკორდი • ტონკას მარცვლის ექსტრაქტი • სანდლის ხე |

