product-details
product-details

Chrono For Him 100ml

მარაგშია

390.00 }


  • Sku: TP-CH-BU-100

CHRONO კაცისთვის

საკუთარი ტრაექტორიის ავტორი

დრო ერთია, ხოლო მისი განცდა - ყოველთვის სუბიექტური.

„CHRONO“ სწორედ ამ პირად ინტერპრეტაციას ეხება: როგორ გარდაიქმნება წუთები რიტმად, რიტმი ტემპად, ტემპი მოქმედებად… ხოლო მოქმედება გავლენად, რომელიც სამყაროს რჩება.

CHRONO შეიქმნა მამაკაცისთვის, რომლისთვისაც დრო ღირებულებაა, ხოლო ტემპი - არჩევანი. ფლაკონის ფირუზისფერი განაწყობს კონცენტრაციისკენ, საათის გვირგვინისებრი თავსახური პირველივე შეხებით ახსენებს - მის მოძრაობას წესრიგი და თავისუფლება განსაზღვრავს. სურნელი - როგორც ქრონოლოგია და მისი ტრაექტორიის დასტური.

ნოტების მოზაიკა

ზედა აკორდი იწყება ენერგიული სიზუსტით — გრეიფრუტის გამჭოლი იმპულსი, კარდამონის სიმხურვალე, ჯავზის თბილი სტრუქტურა და ლავანდის სიმშვიდე ქმნის მკაფიო, დინამიურ შესავალს. შუა ნოტები ალქიმიურად იხსნება: ციპრიოლის მიწიერება, არყის ფისის კვამლოვანება, კედრის ხის მშრალი სტრუქტურა ერთ ბირთვად იკვრება, რომელსაც ცისტის ამბროვანა ააქტიურებს. ფინალური აკორდად: ოპოპონაქსის თბილი ქარვოვანი ნათება, პაჩულის სიღრმე, ტყავის სირბილე, ტონკას სიმყუდროვე და სანდლის ხის მისტიური სიმშვიდე არომატს მამაკაცური რიტმის გაგრძელებად აქცევს: თბილ, მძლავრსა და დაუვიწყარს.

რეკომენდებულია:

  • შეხვედრებზე, სადაც სიტყვებზე მეტად ენერგია მეტყველებს
  • ოფიციალურ მიღებებსა და კულტურულ ღონისძიებებზე
  • შემოდგომისა და ზამთრის სუსხიან საღამოებზე
  • მომენტებისთვის, რომელთა დავიწყებაც წარმოუდგენელია

იდეალურად ერწყმის - მიზანმიმართულ სპონტანურობას

სუნამოს შესახებ

ოლფაქტორული ოჯახი: ხისებრი · სანელებლოვანი · ტყავისებრი

ზედა ნოტები: გრეიფრუტის ეთერზეთი, კარდამონის ეთერზეთი, ჯავზის ზეთი, ლავანდის ზეთი; საშუალო ნოტები: ციპრიოლის ზეთი, არყის ფისი, ცისტის ექსტრაქტი, კედრის ხის ზეთი; საბოლოო ნოტები: პაჩულის ეთერზეთი, ტყავის აქორდი, ტონკას მარცვლის ექსტრაქტი, ოპოპონაქსის ფისი, სანდლის ხე

ხელმისაწვდომი მოცულობები: 50 მლ და 100 მლ

CHRONO HIM Notes

• გრეიფრუტი

• კარდამონი

• მუსკატის კაკალი

• ლავანდა

• არყის ფისი

• კედარის ხე

• პაჩული

• ტყავის აკორდი

• ტონკას მარცვლის ექსტრაქტი

• სანდლის ხე