Kolkhi's
1747.00 }
- Sku: TWK-30-1BU-C
დრო, როგორც მემკვიდრეობა
Kolkhi’s მამაკაცებისათვის - მინიმალიზმისა და სიმბოლიზმის ერთგვარი მანიფესტი, გამოხატული სიზუსტეში, თავშეკავებულ ელეგანტურობაში, მტკიცე სილუეტსა და დიზაინში, რომელიც თანამედროვეობის მიღმა კლასიკურ არქეტიპს ეხმიანება
მინიმალისტური ციფერბლატი ციფრების ნაცვლად ქართული ასო-ნიშნებით იკითხება. თ, ს, ე, ც - 12, 3, 6 და 9 საათის ნიშნულებს აღნიშნავენ. მსგავსი ვიზუალური ინტერპრეტაცია ქმნის საათს, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური სიზუსტით გამოირჩევა, არამედ მკაფიოდ გამოხატავს როგორც ქართულ კულტურულ იდენტობას და ისე, Tsikolia-ს ესთეტიკას.
კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან (316L); საფირონის მინას ანტიამრეკლი საფარი იცავს. საათის სიზუსტესა და მდგრადობას კი უზრუნველჰყოფს შვეიცარიული Ronda 1064 კვარც მექანიზმი.
მეტალის ან სილიკონის სამაჯური, რომელიც მარტივად იცვლება და ფერში ერწყმის ციფერბლატს, საათს აქცევს მკაფიო აქცენტად, რომელიც მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი: ვინც ატარებს, თავად იპყრობს ყურადღებას.
Kolkhi’s - ფორმის საშუალებით გადმოცემული ხასიათი. სიმარტივეში აღმოჩენილი სიღრმე და მემკვიდრეობა, რომელსაც სიამაყით ატარებ.
Swiss |
Made
|
ინსტრუქცია |
1064
|
კორპუსი |
უჟანგავი ფოლადი L 316
|
მექანიზმი |
Ronda 1064 კვარცი
|
მინა |
საფირონი ანტი-ამრეკლი დაფარვით
|
სამაჯური |
მეტალი და სილიკონი
|
წყალგამძლეობა |
3 ATM
|